03:53 - 22 Jun, 2018
2018-03-13 12:57:50, 431 ნახვა
ქუმსიშვილი რუსეთის განცხადებაზე: მნიშვნელოვანია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს დროში დაუბრუნდეს ოჯახს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება. 

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. 

„ჩემთვის ცოტა ძნელია დღეს დილით შეფასების გაკეთება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით. პირადად ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის ორი რამ არის მნიშვნელოვანი, ერთის მხრივ პლატფორმა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს არის ჟენევის პლატფორმა იყოს მაქსიმალურად სასარგებლო ჩვენი ქვეყნისათვის იმისათვის, რომ მოხდეს იმ პრობლემების გადაჭრა, რომელი პრობლემებიც გვაქვს. მეორეს მხრივ, არის მნიშვნელოვანი, რომ ცხედარი უმოკლეს დროში დაუბრუნდეს ოჯახს - ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. შედეგებზე, მოდით, ცოტა მოგვიანებით ვიმსჯელოთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics