03:47 - 22 Jun, 2018
2018-03-06 14:10:07, 1594 ნახვა
ცეკვის ახალი ანსამბლი „არტლაბორატორია“ შეიქმნა

,,არტლაბორატორია“ - ასე ქვია  ცეკვის ანსამბლს, რომელიც   ახლახან  შეიქმნა.

პროექტის ავტორების თქმით, ისინი ხალხისთვის საყვარელი და პოპულარული ქართული ცეკვების ვერსიების საინტერესო და თანამედროვე ვიზუალით გაცოცხლებას ცდილობენ. 

მათი განცხადებით,  ეს მხოლოდ ნაწილია იმ დიდი გეგმის, რომლის განხორციელებასაც შემდგომში აპირებენ. 

„  მწამს, რომ ქართულ ცეკვას შეუძლია ადამიანში ყველაზე საუკეთესო თვისებები აღზარდოს, მასში გმირული საწყისი გააღვიძოს და საქვეყნო საქმეებისადმი ერთგულების გრძნობები გააღვივოს. ცეკვის მაგიურ ძალას შეუძლია ცხოვრებისაგან წაქცეული კაციც კი წამოაყენოს და იგი ბედნიერებას აზიაროს!”, - ნათქვამია ანსამბლის ოფიციალურ „ ფეისბუქ“ გვერდზე. 







სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics