13:47 - 17 Jul, 2018
2018-02-26 14:26:19, 1860 ნახვა
მიშელ ობამას მემუარები 13 ნოემბრიდან გაიყიდება

ამერიკის შეერთებული შტატების  ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას მემუარები „Becoming“ 2018 წლის 13 ნოემბრიდან გაიყიდება.

The Guardian-ის ცნობით, წიგნი 24 ენაზე გამოიცემა. გამოცემის უფლება $60 მილიონად  Penguin Random House-მ მოიპოვა.

სწორედ ამ გამომცემლობამ იყიდა ბილ კლინტონის მემუარების გამოცემის უფლებაც.

„ეს წიგნი მთლიანად ჩემი გამოცდილებაა, მოთხრობილია თუ როგორ იპოვა ძალა საკუთარ თავში ჩიკაგოელმა გოგომ, რათა სხვები გაემხნევებინა, იმედია მკითხველს მოეწონება“,- განაცხადა მიშელ ობამამ.

წიგნის ღირებულებაა $ 32.5 შეადგენს, ხოლო ელექტრონული ვერსიით დაახლოებით $ 15 ეღირება.

მემუარების გამოქვეყნებამდე მიშელ ობამა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობას განაგრძობს.

მიშელ ობამა  ამერიკის პირველი ლედი 2009-2017 წლებში იყო.



სოციალური ქსელები
კომენტარები



პუტინი: საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გვექნება
მთაწმინდის პარკთან და რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics