09:42 - 20 Jun, 2018
2018-02-23 19:53:49, 1262 ნახვა
„ევროპული საქართველო“ ე.წ. ოთხოზორიას სიის შექმნის ინიციატივით გამოდის

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფქტზე  საქართველოს სახელმწიფომ უმკაცრესი რეაგირება უნდა მოახდინოს.

მან მედიასთან „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების მიერ ე.წ. ოთხოზორიას სიის შექმნას.

კაპანაძის განმარტებით, ხელისუფლებამ ამ სიაში უნდა შიყვანოს ის ადამიანები, ვინც პირდაპირ არაინ დამნაშავე და ვინც ფარავს ასეთი ტიპის  დანაშაულებს:

„ეს არის აღმაშფოთებელი ფქტი და ამაზე საჭიროა უმკაცრესი რეაგირება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან და რეაგირების ერთ-ერთი ფორმა ჩვენ დღეს შევთავაზეთ ხელისუფლებას, „ევროპულმა საქართველომ“ წარმოადგინა ინიციატივა და ამას იურიდიულად მალე გავაფორმებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შექმნას ე.წ. ოთხოზორიას სია, რომელშიც შეიყვანს იმ ადამიანებს, ვინც პირდაპირ არიან დამნაშავე და ვინც ფარავენ ასეთი ტიპის დანაშაულებს.იქნება ეს გიგა ოთხოზორიას,არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევა,  თუ სხვა მსგავსი დანაშაულებები“,-აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



პრეზერვატივის საქმე სტრასბურგში მიდის - რა მორალის დაწესება უნდა ქართულ ამორალურ სასამართლოს?
„საქართველოს რკინიგზა“ - ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე მატარებლის მოძრაობა შეფერხდა
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics