15:53 - 18 Dec, 2018
2018-02-21 12:43:51, 4493 ნახვა
Apple-ი წლის ყველაზე ინოვაციურ კომპანიად დასახელდა

ჟურნალმა Fast Company-მ ამერიკული კომპანია Apple-ი 2018 წლის ყველაზე ინოვაციურ კომპანიად დაასახელა.

გამოცემა წერს, რომ კომპანია ყველაზე პროგრესირებადი ორგანიზაციების სიის სათავეშია და ინნოვაციების კუთხით პირველ ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ წინა წელს Apple-მა ხსენებულ სიაში მხოლოდ მე-4 ადგილი მოიპოვა.

Fast Company-ში აცხადებენ, რომ Apple-მა უდიდეს წარმატებას ინოვაციების განვითარების კუთხით მიაღწია და რევოლუციური ტექნოლოგიების გამოყენებით მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გაჯეტები შექმნა.

კერძოდ, საუბარია AirPods-ის ყურსასმენებზე, Apple Watch Series 3-ზე და iPhone X-ზე, რომელთა გამოშვებით კომპანიამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. სტატიის თანახმად, კომპანიას ასევე წარმატებული წელი ჰქონდა ხელოვნური ინტელექტის, პროცესორებისა და კამერების დახვეწის მიმართულებითაც.

ცნობისთვისმ სიის ათეულში მოხვდა ასევე Netflix-ი, Amazon-ი და The Washington post-ი. სულ სიაში 50 კომპანია არის შეყვანილი. მაგალითად: Marvel Studios, Instagram, SpaceX, Nintendo, Gucci, Sephora, Pinterest და სხვა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



დაწესებულებები, რომლებიც 4 დღეში თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ - ღამის საათებში რეიდები ტარდება
შსს-მ მედიაში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics