01:03 - 15 Aug, 2018
2018-02-14 21:17:35, 1050 ნახვა
პარლამენტის შენობასთან „აუდიტორია 115“-სა და პოლიციას შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა

პარლამენტის შენობასთან „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. 

პოლიციელები აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებდნენ, რასაც აქციის მონაწილეების პროტესტი მოჰყვა. თუმცა, ვითარება მალევე განიმუხტა.

შეგახსენებთ, რომ შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით  აქცია-მსვლელობა ივანე ჯავახისვილის სახელობის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან დაიწყო და ამჟამად,   საქართველოს პარლამენტთან გრძელდება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ბოლო 6 წლის სტატისტიკა საგანგაშოა. 

"2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის. ამ საკითხზე სიჩუმე კი მკვლელობაში თანამონაწილეობის ტოლფასია", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

სტუდენტებს ასავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი წარწერით: „არა მონურ შრომას“, „ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს“, „ბიზნესელიტა ჩვენი ჯანმრთელობით ვაჭრობს“, „თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა“, „მოვითხოვთ უსაფრთხო შრომას“. 

აქციაზე ასობით ადამიანი იმყოფება. 

ამავე მოთხოვნით აქცია ბათუმშიც იმართება.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ეროვნული ვალუტა ისევ კრიზისშია
აშშ-ს კიდევ ერთი დოკუმენტი რომელიც მხარს უჭერს საქართველოს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics