06:01 - 16 Aug, 2018
2018-02-14 19:33:54, 1040 ნახვა
სროლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსთან - არიან დაჭრილები

აშშ-ში, მერილენდის შტატში, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს სიახლოვეს რამდენიმე გასროლა მოხდა.

BBC-ის ცნობით, დაჭრილია სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ერთი სამართალდამცველია.

მედიკოსების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უცხოური მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

საქმეში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო.

ინციდენტის გამო, მიმდებარე საავტომობილო გზა დროებით დაიკეტა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics