01:02 - 15 Aug, 2018
2018-02-14 14:53:54, 755 ნახვა
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი მზადაა, ნებისმიერ დროს მოუსმინოს პრეზიდენტის გამოსვლას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენების თარიღთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერჯერობით არ გამართულა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი პრეზიდენტის მხრიდან შემოთავაზებას ელოდება.

„კონსულტაციები ჯერ-ჯერობით არ ყოფილა. მოგეხსენებათ, ფიქსირებული რეგლამენტში თარიღი არ არის პრეზიდენტის გამოსვლის. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დავნიშნოთ შესაბამისი თარიღი. ეს არის პრეზიდენტის მოხსენება, შესაბამისად, ინიციატივა უნდა იყოს პრეზიდენტის მხარეს და შესაბამისად, ველოდებით ამ შემოთავაზებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარლამენტი მზად არის ნებისმიერ დროს მოუსმინოს პრეზიდენტის გამოსვლას",- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ეროვნული ვალუტა ისევ კრიზისშია
აშშ-ს კიდევ ერთი დოკუმენტი რომელიც მხარს უჭერს საქართველოს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics