01:02 - 15 Aug, 2018
2018-02-14 14:49:01, 822 ნახვა
სააკაშვილმა პოლონეთში გაძევების გამო, კიევის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში პოლონეთში გაძევების გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სარჩელი შევიდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" სასამართლო პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება

კიევის სასამართლოს ინფორმაციით, სარჩელი უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგაა შეტანილი.

„კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სარჩელი შემოვიდა. მოპასუხე მხარედ ფიქსირდებიან: უკრაინის საიმიგრაციო სამსახური, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო. მოსარჩელი ითხოვს აღნიშნული უწყებების მიერ განხორციელებული ქმედებები არაკანონიერად იქნას ცნობილი. მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სთხოვს სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმოს. ამჟამად სასამართლო ადმინისტრატიული საქმის აღძრის საკითხს განიხილავს", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ეროვნული ვალუტა ისევ კრიზისშია
აშშ-ს კიდევ ერთი დოკუმენტი რომელიც მხარს უჭერს საქართველოს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics