01:02 - 15 Aug, 2018
2018-02-14 14:01:10, 896 ნახვა
ლეილა აბაშიძე ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული

მსახიობი ლეილა აბაშიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება.

ტელეკომპანია „იბერიის“ ინფორმაციით, სახალხო არტისტი ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის თქმით, დღეს შეიკრიბება ექიმთა კონსილიუმი იმისათვის, რომ გადაწყდეს სამომავლო გეგმა ლეილა აბაშიძის სამკურნალოდ.

„ქალბატონი ლეილა რამოდენიმე დღის წინ შემოიყვანეს კლინიკაში. დღეს 16:00 საათზე შეიკრიბება კონსილიუმი და გადაწყვეტენ სამომავლო სამოქმედო გეგმას“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ეროვნული ვალუტა ისევ კრიზისშია
აშშ-ს კიდევ ერთი დოკუმენტი რომელიც მხარს უჭერს საქართველოს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics