01:02 - 15 Aug, 2018
2018-02-14 12:24:21, 1055 ნახვა
წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან მამაკაცი ჩაცხრილეს

თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან მამაკაცი ჩაცხრილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ თავდამსხმელი დაკავებული ჯერ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"რუსთავი 2"-ის ცნობით, თავდამსხმელი მამაკაცისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა, რასაც სროლა მოჰყვა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ეროვნული ვალუტა ისევ კრიზისშია
აშშ-ს კიდევ ერთი დოკუმენტი რომელიც მხარს უჭერს საქართველოს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics