05:07 - 18 Aug, 2018
2018-02-14 12:12:58, 770 ნახვა
გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე  მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვა.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 მაისს დაახლოებით 11:20 საათზე,  ლ.გ.-მ, გ.ა-მ და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა,  ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე უკანონოდ შეაღწიეს თ.ს.-ს და ი.მ.-ს ბინაში და ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით,  თ.ს.-ს და ი.მ.-ს მიმართ განხორციელებული სიცოცხლისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 5 000 ლარი, 7 955 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გ.ა. და ლ.გ. იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ა. და. ლ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics