06:01 - 16 Aug, 2018
2018-02-14 11:25:46, 779 ნახვა
წყნეთის გზატკეცილზე მცხოვრებ 47 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ 47 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. 

„დღეს ჩვენ 47 ოჯახს საცხოვრებელ ფართს ვუკანონებთ. კერძოდ, ესენი არიან წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, N4 კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ ფართებში 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ და გარკვეული მიზეზების გამო, დაკანონება ვერ მოახერხეს. მინდა მივულოცო მათ და მადლობა ვუთხრა ვაკის გამგებელს თანამშრომლობისთვის. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics