05:07 - 18 Aug, 2018
2018-02-14 09:28:21, 949 ნახვა
კიევში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს - მათ 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ

კიევის პროკურატურა საქართველოს 4 მოქალაქეს შეიარაღებულ თავდასხმებსა და ფულის დიდი ოდენობით გატაცებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.

„საქართველოს 4 მოქალაქისგან შემდგარ შეიარაღებული დაჯგუფება ეჭვმიტანილია ყაჩაღურ თავდასხმებში, რომლებიც კიევში გასულ წელს მოხდა. ეჭვმიტანილები თავს დაესხნენ მოქალაქეებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით თანხა გადაჰქონდათ. მათ 8 მილიონი გრივენი წაართვეს“,- წერია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილები უკვე დაკავებულნი არიან.

პროკურატურის ცნობით, ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები, კავშირგაბმულობის საშუალებები, რადიოსადგურები, ელიტური სატრანსპორტო საშუალებები და ავტომობილების სანომრე ნიშნები ამოიღეს. დაკავებულთა ვინაობა არ სახელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15-წლიანი პატიმრობა ელით.



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics