21:08 - 21 Jul, 2018
2018-02-13 19:58:11, 840 ნახვა
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები საადვოკატო კომპანიის წარმომადგენელმა მოინახულა

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები საადვოკატო კომპანიის წარმომადგენელმა მოინახულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან დაკავებულებს ტაჟურას დამანის ციხეში წყალი და საკვები მიაწოდა. კაიროში საქართველოს ელჩთან შეხვედრის შემდეგ, საადვოკატო კომპანიამ ასევე მზადყოფნა გამოთქვა ერთ-ერთი დაკავებულის სამედიცინო ხარჯების (ქირურგიული ოპერაცია და სარეაბილიტაციო პროცესი) უზრუნველყოფაზე.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავაც აგრძელებს აქტიურ მუშაობას, როგორც ლიბიის მხარესთან, ასევე ლიბიაში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების საელჩოებთან, რათა მოხდეს დაკავებულთა ჰუმანიტარული პირობების უზრუნველყოფა, საკონსულო და სამართლებრივი დაცვა. ლიბიაში არსებული მძიმე პოლიტიკური ფონი, ასევე მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება და სახელმწიფო ინსტიტუტების შეფერხებით ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ართულებს ქართველი მეზღვაურების მდგომარეობას და საქმის მიმდინარეობას", - აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, გასული წლის 30 აგვისტოს ლიბიის სანაპირო დაცვის სამსახურმა ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი მცირე ზომის ტანკერი დააკავა, რომელსაც სავარაუდოდ ლიბიური ნავთობი გადაჰქონდა. ტანკერზე ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა, საიდანაც 3 საქართველოს მოქალაქეა. დაკავებულებს ბრალი კონტრაბანდის მუხლით აქვთ წარდგენილი.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics