21:06 - 21 Jul, 2018
2018-02-13 16:51:01, 1069 ნახვა
საქართველოს მთავარი პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას პოლონეთისგანაც მოითხოვს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას პოლონეთისგანაც მოითხოვს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, უწყებამ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით პოლონეთის კომპეტენტურ ორგანოებს 2017 წლის აგვისტოში მიმართა და მოთხოვნა კვლავ ძალაშია.

„ძებნილ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და ახორციელებს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დამატებით კომენტარი არ გაკეთდება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics