05:06 - 18 Aug, 2018
2018-02-13 15:39:26, 287 ნახვა
შუახევის მერი მოქალაქეებს „ფონდი ქველმოქმედება“-დანაც უწევს დახმარებას

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება გაიმართა.

მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შეხვდა და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია მოისმინა.

ადგილობრივებმა მერს დახმარების გაწევა ძირითადად სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვადასხვა შინაარსის საკითხების ირგვლივ სთხოვეს.

ფრიდონ ფუტკარაძე მოქალაქეებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას და შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობის გაწევას დაპირდა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი მოქალაქეებს საქველმოქმედო ,,ფონდი ქველმოქმედება“-დანაც უწევს დახმარებას, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიასთანაა დაფუძნებული.

საქველმოქმედო ფონდის მიზანია შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების გატარება.

მოქალაქეთა მიღებას მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძიძე ესწრებოდა.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics