05:06 - 18 Aug, 2018
2018-02-13 14:24:24, 311 ნახვა
სააკაშვილი ვარშავის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება - მას ადგილობრივი პოლიცია იცავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ის ვარშავის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება, - ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მას პოლონელი სამართალდამცველები იცავენ. ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავში მას უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის დადგენილება წაუკითხეს, რომლის თანახმად მას ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება აღარ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. თავად სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics