05:06 - 18 Aug, 2018
2018-02-13 13:49:11, 920 ნახვა
ბესელია სააკაშვილზე: რაც ხდება მხოლოდ იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალისთვის გამოდგება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს კომედიური ჟანრის ფილმს ადარებს.

"მგონი ბოლო ამბები არის უკვე კომედიური ჟანრი. ეს აღარ არის პოლიტიკა, ეს აღარ არის არც სასაცილო და არც სერიოზული. მგონი, რაც ხდება იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალისთვის გამოდგება მხოლოდ", - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. თავად სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics