05:06 - 18 Aug, 2018
2018-02-13 13:34:06, 1193 ნახვა
გიორგი ფანცულაია: დღეს მოსამართლემ დანაშაული წაახალისა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღევანდელი გადაწყვეტილებით დანაშაული წაახალისა.

„დღეს მოსამართლემ წაახალისა დანაშაული,მან ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო უწყებებს მიანიშნა, ნებისმიერი სახის დანაშაული ჩაიდინეთ, ჩვენ კი აქ იმიტომ ვართ, რომ თქვენს მიერ ჩადენილი დანაშაული "გავაპრაოთო". შესაბამისად, ეს არის წახალისება მომავალი დანაშაულებისაც.ვინც ასეთ სცენარს დადგამს სხვა საქმეზეც და მას ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუჩნდება ასეთი სცენარების დადგმის სურვილი,მას ექნება დაუსჯელობის სინდრომი. ვისაც ჩაუდებენ,ვისაც საქმეს შეუკერავენ და ვისაც ბრალს წუყენებენ, "გაპრავებული" იქნება",- განაცხადა  გიორგი ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ  გიორგი მამალაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა.

თავად მსჯავრდებული გიორგი მამალაძე გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics