05:06 - 18 Aug, 2018
2018-02-13 12:51:36, 915 ნახვა
პროკურორი: გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა და განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა

"ველოდით, რომ გიორგი მამალაძეს მკვლელობის მომზადების ნაწილში აუცილებლად დამნაშავედ სცნობდნენ, რადგან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებული მტკიცებულებები წარდგენილი გვქონდა“, - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სააპელაციო სასამართლოს მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე მამა გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ აღნიშნა.

უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა კიდევ ერთხელ პროკურატურა მოტივის ნაწილში გადაწყვეტილებას. აღნიშნულის თაობაზე ისინი განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ ჩამოყალიბდებიან.

„სამოტივაციო ნაწილს, დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გავეცნობით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ თუ არა. ამ ერთი წლის განმავოლბაში ორივე ინსტანციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიორგი მამალაძემ განზრახ მკვლელობა ნამდვილად მოამზადა, ნამდვილად შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის რომ დამნაშავეა და ის განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ  მამალაძის მინართ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა.

თავად მსჯავრდებული გიორგი მამალაძე გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics