13:41 - 17 Jul, 2018
2018-02-13 12:10:53, 1810 ნახვა
დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ სცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მამა გიორგი მამალაძის მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

მამალაძე მეორე ინსტანციის სასამართლომ დამნაშავედ სცნო პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში, რითაც პროკურატურის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვინაიდან პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ მოტივის ნაწილში გაასაჩივრა. სახელმწიფო ბრალდება მამალაძის გასამართლებას ანგარების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ითხოვდა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ცნობილია, რომ ადვოკატები განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



პუტინი: საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გვექნება
მთაწმინდის პარკთან და რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics