05:06 - 18 Aug, 2018
2018-02-13 11:03:49, 1118 ნახვა
უკრაინის გენპროკურატურა - გაძევების მიუხედავად, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება გაგრძელდება

უკრაინიდან გაძევების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გაგრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგენმა „უნიანს“ განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაცია გენერალური პროკურატურისთვის მოულოდნელი იყო, რადგან მესაზღვრეებმა უწყება არ გააფრთხილეს.

კითხვაზე, თუ როგორ გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი უკრაინაში აღარ იმყოფება, სარგანმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით უწყებაში უახლოეს დღეებში ჩამოყალიბდებიან.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ კაფეში დააკავეს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა იგი პოლონეთის ტერიტორიაზე გააძევა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics