05:06 - 18 Aug, 2018
2018-02-13 10:47:38, 903 ნახვა
სააკაშვილი ევროკავშირს და ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს

უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს.

ამის შესახებ სააკაშვილმა გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

"კიევში, კაფეში თავს დამესხნენ ნიღბიანები, მათ გამიტაცეს, დამემუქრნენ და კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გამამგზავრეს. ამ ქმედების უკან კორუმპირებული უკრაინელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დგას. თუ ევროკავშირი და განსაკუთრებით ანგელა მერკელი არაფერს გააკეთებენ, უკრაინა დაიშლება. პოროშენკო ამ ქვეყანას გაანადგურებს", - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ უკრაინაში სამართლებრივი გზით დაბრუნდება.

"ჩვენ მოვიგებთ ამ ბრძოლას", - განაცხადა პოლიტიკოსმა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics