05:06 - 18 Aug, 2018
2018-02-08 22:21:12, 493 ნახვა
9 თებერვლის ანონსი

10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი „უმაღლესი განათლების პერსპექტივა: წარსულის გაცოცხლება და ფიქრი მომავალზე“ გაიხსნება.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი   

12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა.
დღის წესრიგი
მისამართი: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

12:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, The Heritage Foundation ის კვლევის შედეგებს ბრიფინგზე შეაჯამებს.
მისამართი: ბოჭორმის ქ. N12

12:00 საათზე, სასტუმრო „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზში, კომპანია „გრაკორო ტრეიდ ლიმიტედის“ და ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატების - იმედა დვალიძის და დიმიტრი ხაჩიძის, ასევე კომპანია „ბადაგონის“ ყოფილი პრეზიდენტის თეიმურაზ უბილავას პრესკონფერენცია გაიმართება.

16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისა და უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი

16:00 საათზე, საინიციატივო ჯგუფი გამართავს პრესკონფერენციას, სადაც გამოაცხადებს ახალი კამპანიის დაწყებას საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებისათვის და 6-პუნქტიან გეგმას წარადგენს.
მისამართი: დ. აღმაშენებლის #61 ( „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ოფისი)

19:00 საათზე, თიბისი ბანკის პროექტ „12"-ის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართება. სპეციალურად პროექტისთვის, 12 ახალგაზრდა არტისტის მიერ  შეიქმნა პეტრე ოცხელის ნამუშევრების ინტერპრეტაცია ციფრულ ხელოვნებაში, ანიმაციაში, საუნდში, ვიდეოსა და სხვა თანამედროვე ფორმატებში.
მისამართი: გალაკტიონ ტაბიძის #1, თავისუფლების მოედანი



სოციალური ქსელები
კომენტარები



რა გახდა მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტის გაბრაზებული ტონი და პოლიტიკური შეფასებები სკანდალურ ფოტოზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics