10:09 - 24 Apr, 2019
2018-02-01 21:58:19, 1906 ნახვა
2 თებერვლის ანონსი

2 თებერვალს, 10.00 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება ვორქშოპი, სახელწოდებით „ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში&ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთგაცვლის ცენტრი“. ღონისძიებას გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი. მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ.N7

2 თებერვალს, 10:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იაპონიის მთავრობა ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებს გადასცემს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გახსნიან.
მის.: ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა.

2 თებერვალს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საია ანაგრიშის „საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შეფასება“ პრეზენტაციას გამართავს. 

2 თებერვალს, 14:00 საათზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი მღებრიშვილი, რუსთავში სახანძრო-სამაშველოს ახალ შენობას გახსნის. 
მის.: რუსთავი, დოლიძის ქ. #66 საკონტაქტო პირი მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65

2 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის.: ინგოროყვას ქ. #7

2 თებერვალს, 15:00 საათზე, მთავარ პროკურატურასთან, მთავარ პროკურორთან შეხვედრის მოთოვნით, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულის, დაჩი ფელდმანის ოჯახის წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია გაიმართება. 
მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N24 საკონტაქტო პირი ნატალია ხოხიაშვილი - 577652960

2 თებერვალს, 15:30 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
(+995 32) 228-15-13;

2 თებერვალს, 16:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. 
თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
(+995 32) 228-16-37; (+995 32) 228-15-13; 

2 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის მერიაში, ატენის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის შემდეგ ადვოკატი დიმიტრი გაბუნია განცხადებას გააკეთებს. მის.: შარტავას ქ. #7 საკონტაქტო პირი თათა დონაძე - 577453393

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics