06:01 - 16 Aug, 2018
2018-01-24 17:45:13, 1676 ნახვა
საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი შესაძლოა, აღარ გაიმართოს - მუსიკოსი ტურნეებს წყვეტს

ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ელტონ ჯონი სასტროლების შეწყვეტას გეგმავს, - ამის შესახებ Daily Mirror იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 70 წლის ელტონ ჯონმა შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანმრთელობის პრობლემის გამო მიიღო.

მედიის ცნობით, მსოფლიო ტურნეების შეწყვეტის შესახებ მომღერალი ოფიციალურ განცხადებას დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს. პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერის ტრანსლირება კომპოზიტორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - eltonjohn.com მოხდება.

სააგენტო იტყობინება, რომ ელტონ ჯონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სამხრეთ აფრიკაში ტურნეს დროს შეექმნა, როდესაც "საშიში და იშვიათი" ბაქტერიოლოგიური ინფექციით დაავადდა.

ელტონ ჯონი მსოფლიო მასშტაბით ტურნეებს უკვე თითქმის 50 წლის განმავლობაში ატარებს.

შეგახსენებთ, რომ ელტონ ჯონის კონცერტი, თავდაპირველად Black Sea Arena-ზე2017 წლის 16-17 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მოგვიანებით ის ერთი წლით გადადეს. კონცერტის გადადების მიზეზი გიტარისტისა და ტურის მუსიკალური დირექტორის, დეივი ჯონსთოუნის ოპერაცია გახდა. ბოლო ინფორმაციის თანახმად ელტონ ჯონის კონცერტი 2018 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს უნდა გაიმართოს. ამის შემდეგ მომღერალმა ოფიციალური კომენტარის გაავრცელა: ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების გამო. მაგრამ ძალიან ველოდები საქართველოში ჩასვლას", - აცხადებდა კომპოზიტორი.



სოციალური ქსელები
კომენტარები



სადაც რუსული ჯარის ერთი ჩექმა მაინც დგას, იმ ადგილს განვითარება არ უწერია
ქართული ოცნება ვერ ყალიბდება ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics