01:03 - 15 Aug, 2018
2018-01-17 13:17:25, 2801 ნახვა
„ბასიანთან“ სამი პირის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს სააპელაციომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ კლუბ „ბასიანთან“ პოლიციელისა და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

იგი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

გამოძიების ინფორმაციით, 13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს ბრალდებულმა შსს 1 და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. მისი დაკავება დანაშაულის ადგილზე მოხდა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ეროვნული ვალუტა ისევ კრიზისშია
აშშ-ს კიდევ ერთი დოკუმენტი რომელიც მხარს უჭერს საქართველოს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics