08:28 - 20 Jul, 2018
2018-01-14 16:43:55, 1102 ნახვა
კობახიძე: საქართველოს დროშა გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ისტორიულ გზას

 „თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს დროშა გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ისტორიულ გზას“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული დროშა არ ეკუთვნის რომელიმე ერთ პარტიას ან ხელისუფლებას, ის გამოხატავს სახელმწიფოს და საზოგადეობის ისტორიულ გზას.

„ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს დროშა ერთ-ერთი უძველესი დროშაა მსოფლიოში და წარმოადგენს არა ერთი სახელმწიფო წყობილების, ერთი ხელისუფლების ან ერთი პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის სიმბოლოს, არამედ გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადობის ისტორიულ გზას და იმ ღირებულებებს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ჩვენი საზოგადოება და რაც აერთიანებდა მას საერთო ევროპულ ოჯახთან. ამ დროშას იცნობდნენ და იცნობენ მსოფლიოში და ღირს პატივს მიაგებენ მას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

 

 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics