08:29 - 20 Jul, 2018
2018-01-14 14:57:12, 1357 ნახვა
თურქეთში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა - მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თურქეთში, ტრაპიზონის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი  ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას თურქული გამოცემა  dailysabah ავრცელებს.

ბორტზე 162 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.   მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 „პეგასუსის“ კუთვნილი თვითმფრინავი დაშვების შემდეგ ასაფრენ ბილიკს გასცდა და ზღვიდან რამდენიმე მეტრის სიახლოვეს გაჩერდა, რამაც მგზავრებში  პანიკა გამოიწვია.

 „შიგნით საწვავის სუნი იყო, ამიტომ ვფიქრობდით, რომ თვითმფრინავი ფეთქდებოდა, საბედნიეროდ ეს არ მოხდა“,-განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ტრაპიზონის საერთაშორისო აეროპორტში ინციდენტის გამო შეჩერებული ფრენები განახლდა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics