21:07 - 22 Jun, 2018
2018-01-13 15:39:28, 1628 ნახვა
ესპანეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა

ესპანეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ecodiario იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები იყვნენ. მათ ბრალად 6 სახლის გაძარცვა ედებათ.

მედიის ცნობით, მათ ორი სახლი ალიკანტეში, 4 კი, მადრიდში გაძარცვეს. პოლიციამ მოპარული ნივთების ნაწილიც ამოიღო. კერძოდ კი, ელექტრონული მოწყობილობები, საიუველირო ნაკეთობები, ნაღდი ფული, მობილური ტელეფონები, დაზარალებულთა პერსონალური დოკუმენტები და სახლში შეღწევისთვის აუცილებელი ხელსაწყოები.

სააგენტო წერს, რომ ბოროტმოქმედები ალიკანტეში ცხოვრობდნენ. მათი დაკავება 28 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს განხორციელდა. ესპანეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეებს პატიმრობა მიუსაჯა.

ecodiario იტყობინება, რომ გამოძიება ჯერ გრძელდება და შესაძლოა, დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics