09:54 - 20 Jun, 2018
2018-01-12 20:07:54, 1237 ნახვა
ჩეხეთის პრეზიდენტს საარჩევნო უბანზე „ფემინას“ აქტივისტი თავს დაესხა (ვიდეო)

დღეს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, სადაც საარჩევნო უბანზე მისულ პრეზიდენტ მილოშ ზემანს თავს „ფემენას“ აქტივისტი დაესხა.   ინფორმაციას depo.ua ავრცელებს.

„ფემენას“ ნახევრად შიშველი აქტივისტი ქალი, პრეზიდენტის შესვლას ჟურნალისტებთან ერთად ელოდა.

პირადმა მცველმა შიშველი ქალბატონი მოიგერია, დაცვის სხვა წევრმა კი პრეზიდენტის შეკავება მოახერხა და ოთახიდან გაიყვანა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა.

შემთხვევის კომენტირებისას ზემანმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია „ფემენას“ მიერ მასზე თავდასხმა, რადგან ადრე ეს აქტივისტები თავს დასხმიან რომის პაპსაც. 

ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე ცხრა კანდიდატი იყრის კენჭს. სოციოლოგიური გამოკითხვებით, მთავარი კანდიდატები პრორუსული შეხედულებებით ცნობილი მოქმედი პრეზიდენტი, 73 წლის მილოშ ზემანი და მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი თავმჯდომარე ირჟი დრაგოში არიან. 







სოციალური ქსელები
კომენტარები



პრეზერვატივის საქმე სტრასბურგში მიდის - რა მორალის დაწესება უნდა ქართულ ამორალურ სასამართლოს?
„საქართველოს რკინიგზა“ - ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე მატარებლის მოძრაობა შეფერხდა
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics