09:48 - 20 Jun, 2018
2018-01-12 18:56:52, 1100 ნახვა
ჟან-კლოდ იუნკერი: თურქეთი ევროკავშირს ვერ მიუახლოვდება, სანამ ჟურნალისტებს არ გაათავისუფლებს

ევროკომისიის თავმჯდომარის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, თურქეთი ევროკავშირს ვერ მიუახლოვდება, სანამ ჟურნალისტებს არ გაათავისუფლებს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

ამასთან, როგორც იუნკერმა აღნიშნა, თურქეთთან ურთიერთობა ევროგაერთიანებისთვის მნიშვნელოვანია.

"არაერთხელ მითქვამს, რომ თურქეთი დიდი ნაბიჯებით შორდება ევროპულ ამბიციებს. ვნახოთ, როგორ პროგრესს მიაღწევს თურქეთი უახლოეს თვეებში. თუმცა არანაირი პროგრესი არ იქნება, სანამ თურქეთის ციხეებში ჟურნალისტები იქნებიან", - განაცხადა იუნკერმა.

ცნობისთვის, 6 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრობის შესახებ დაუსრულებელი მოლაპარაკებებისგან დაიღალა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



პრეზერვატივის საქმე სტრასბურგში მიდის - რა მორალის დაწესება უნდა ქართულ ამორალურ სასამართლოს?
„საქართველოს რკინიგზა“ - ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე მატარებლის მოძრაობა შეფერხდა
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics