21:12 - 22 Jun, 2018
2018-01-12 16:33:41, 876 ნახვა
ლეილა მუსტაფაევა: აფგან მუხთარლის პატიმრობა აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა

თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, მისი ქმრის დაპატიმრებაში აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს.

როგორც მუსტაფაევა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ორივე ქვეყნის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაპატიმრება აწყობდა.

ის პირველ კომენტარს აკეთებს, მას შემდეგ, რაც აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს:

"აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მე ვაფასებ ამ გადაწყვეტილებას, როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივ გადაწყვეტილებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სათავეში, აფგანის დაკავებასა და პატიმრობაშია დამნაშავე. ეს იყო ორგანიზებული დანაშაული ჩადენილი საქართველოში, რომელიც შემდგომ აზერბაიჯანში გაგრძელდა. ის საქართველოდან 8 თვის წინ გაიტაცეს.

ორივე ქვეყანას, საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ მის პატიმრობაზე. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, ნათელი გახდა, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა მუხთარლი საქართველოს ტერიტორიიდან , ლაგოდეხის გავლით გაიტაცეს.

აფგანი უდანაშაულოა. სამივე ბრალდება, რომელიც მას წარუდგინეს არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული. ის დააკავეს მისი პროფესიონალური საქმიანობის გამო, რადგან აფგანი პრეზიდენტ ალიევის ოჯახის ქონების შესახებ სტატიებს აქვეყნებდა, მათ შორის იმ ბიზნესების თაობაზე, რომლებსაც ალიევის ოჯახი საქართველოში ფლობს.

აზერბაიჯანულმა და ქართულმა ხელისუფლებამ ერთი ჟურნალისტი გამომძიებელი გააუნებელყვეს, კერძოდ კი, შეზღუდეს მისი თავისუფლება და ჩასვეს ციხეში. როგორც არ უნდა იყოს, მე და მისი კოლეგები გავაგრძელებთ, მის საქმეს და გამოძიებებს ჩავატარებთ", - წერს აფგან მუხთარლის მეუღლე.







სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics