21:14 - 22 Jun, 2018
2018-01-12 15:49:49, 886 ნახვა
ხუნდაძე: კანონპროექტი შეიცავს რისკებს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი და კრიმინალი გაიზარდოს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტი შეიცავს მაღალ რისკებს, რომ მისი ამოქმედების შემდეგ, ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი და კრიმინალი გაიზარდოს.

"ამ მასშტაბის კანონპროექტი სისტემურად უნდა იქნას განხილული. უნდა იქნას შეთანხმება მიღწეული პირველ რიგში კომიტეტში, უმრავლესობაში, მნიშვნელოვანია სამთავრობო პასუხისმგებელი უწყებების დამოკიდებულება ამ საკითხში. ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ არ უნდა გავავრცელოთ ნარკოტიკები ჩვენს ქვეყანაში. დოზები უნდა დაზუსტდეს, არ უნდა მოხდეს არასწორი დოზირებით გავრცელების წახალისება, საჯარიმო სახდელები უნდა იყოს ადეკვატური. ამ პროექტს სჭირდება მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა, რომ შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრები",-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით, მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები  "ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ხვდებიან. მეცნიერებათა აკადემიაში  იმყოფება მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილიც.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics