21:10 - 22 Jun, 2018
2018-01-12 14:38:04, 2088 ნახვა
ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის საკანონმდებლო განხილვა, შეჯერებული პოზიციის მიღებამდე აღარ განახლდება

ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის შემდგომი საკანონმდებლო განხილვა აღარ განახლდება მანამ, სანამ უმრავლესობაში შეჯერებული პოზიცია არ იქნება ჩამოყალიბებული.

ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ მეცნიერებათა აკადემიაში  ნარკოპოლიტიკის თემაზე მიმდინარე  გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა. "იურიდიულ კომიტეტზე, შემდეგ პლენარულ სხდომაზე არ მოხდება კანონპროექტის განხილვა, სანამ უმრავლესობა არ შეჯერდება. უმრავლესობა დარწმუნებული ვარ, შეჯერდება და ამის შემდეგ განახლდება საკანონმდებლო პროცესი",-აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

 მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით,  მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები  "ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ხვდებიან.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics