21:03 - 22 Jun, 2018
2018-01-12 14:29:55, 1056 ნახვა
რუსეთის ცესკომ პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 პირი დაარეგისტრირა, რომელთა შორის ცნობილი ქართველებიც არიან

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი 259 პირი დაარეგისტრირა, რომელთა შორის ცნობილი ქართველებიც არიან - ამის შესახებ Rbc.ru იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების სიაში მოხვდნენ: ექიმი ლეო ბოკერია, ბალეტის მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე, მომღერალი დიანა ღურწკაია, ტელეწამყვანები ლეონიდ იაკუბოვიჩი და ალექსანდრე მასლიაკოვი, მომღერალი ლევ ლეშჩენკო, მსახიობი მიხეილ ბოიარსკი, მუსიკოსი იგორ კრუტოი და სხვები.

მედიის ცნობით, სიაში მოხვედრილი ადამიანების ნაწილი ნდობით აღჭურვილ პირებად 2012 წელსაც დარეგისტრირდნენ.

პუტინის საარჩევნო შტაბის თანათავმჯდომარის ელენა შმელევას ინფორმაციით, ნდობით აღჭურვილი პირების რიცხვი გაიზრდება. სულ 600 კანდიდატი განიხილება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს არის დაგეგმილი.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ე.წ. სამხრეთ ოსეთმა „დამოუკიდებლობის“ დღეზე ოკუპანტები და სეპარატისტები მიიწვია
ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 დღეს გაიხსნება
„ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო“ - მწერალ ზურაბ აბაშიძეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics