21:29 - 21 Jul, 2018
2018-01-12 11:24:28, 942 ნახვა
კალიფორნიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულებს ეძებენ

კალიფორნიის სამხეთ ნაწილში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულებს  ეძებენ. ინფორმაციას Expess-ი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა. ამ დრომდე გრძელდება მასშტაბური სამაშველო ოპერაცია. ასობით მაშველი და სამხედრო  შტატის სამხრეთ რეგიონის დასახლებებში სტიქიის შემდეგ დაკარგულებს ეძებენ.

წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ სანტა-ბარბარაში სტიქიის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა. განადგურებულია 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენოიბის კიდევ უფრო გაზრდას არ გამორიცხავს.

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქია ძლიერმა შტორმმა და უხვმა ნალექმა გამოიწვია. წვიმამ და ტალახმა ქუჩები დატბორა.

შეგახსენებთ, 1 თვის წინ ხანძარმა შტატში ტყე გაანადგურა, რამაც ტერიტორიაზე მეწყერების ჩამოწოლის შესაძლებლობა გაზარდა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics