21:28 - 21 Jul, 2018
2018-01-11 12:07:33, 1098 ნახვა
ავტოავარიისას დაშავებული 4 სამართალდამცველის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი, მძიმე

ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული 4 სამართალდამცველის მდგომაროება სტაბილურია, ერთის კი, მძიმე.

როგორც ზუგიდიდის რეფერალური საავადმყოფოს ექიმმა ირაკლი პაპავამ აღნიშნა, პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ.

"4 პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არის სტაბილური.  ისინი რჩებიან კლინიკაში დაკვირვების მიზნით. რაც შეეხება კიდევ ერთ პაციენტს, ის არის მძიმე მდგომარეობაში. შემოსვლისთანავე გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. აღენიშნება ქალაფუძის მოტეხილობა, ქალატვინის დახურული ტრავმა, ასევე გულმკერდის დახურული ტრავმა. ის რეანიმაციაშია გადაყვანილი", - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ხობში შსს-ს განსაკუთრებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტომობილი, რომელშიც 6 სამართალდამცველი იმყოფებოდა, გუშინ ავარიაში მოჰყვა. ავარიის შედეგად, ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics