21:23 - 21 Jul, 2018
2018-01-05 15:43:12, 1902 ნახვა
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის ნაწილი საზოგადოების უსაფრთხოებას ვიწროპარტიულ ინტერესებში ცვლის

„ოპოზიციის ამ ნაწილისთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის, ეროვნული ინტერესების, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესი არის სულერთი და ისინი მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებში, ვიწროპარტიულ დღის წესრიგში ცვლიან იმ ღირებულებას, რასაც ქვია ჩვენს ქვეყანაში ადამიანის და საზოგადოების უსაფრთხოება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრებისა და ნდობის ჯგუფის ფარგლებში სუს-ის ხელმძღვანელის დაბარების შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ვახტანგ გომელაური უკვე იყო პარლამენტში და მან ნდობის ჯგუფს სრული ინფორმაცია მიაწოდა.

„ვახტანგ გომელაური ბრძანდებოდა პარლამენტში და ნდობის ჯგუფს მან სრული ინფორმაცია მიაწოდა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ნდობის ჯგუფში არის ოპოზიციის წარმომადგენელიც. რაც შეეხება სპეცოპერაციას. მე შეგახსენებთ კონკრეტულ გარემოებას. როდესაც ტერორისტებმა მოკლეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელი, ოპოზიციის ნაწილმა ეს დააბრალა ხელისუფლებას. ახლა, როდესაც ჩატარდა სპეცოპერაცია და დაიჭრა ტერორისტებთან სავარაუდო პირდაპირ კავშირში მყოფი ადამიანი და ამის მტკიცებულლება გასაჯაროვდა გუშინ, ოპოზიციის ეს ნაწილი ბრალდებას უყენებს ისევ სახელმწიფოს. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ოპოზიციის ამ ნაწილისთვის და ნაციონალური მოძრაობისთვის, ეროვნული ინტერესების, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესი არის სულერთი და ისინი მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებში, ვიწროპარტიულ დღის წესრიგში ცვლიან იმ ღირებულებას, რასაც ქვია ჩვენს ქვეყანაში ადამიანის და საზოგადოების უსაფრთხოება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics