22:05 - 21 Jun, 2018
2018-01-03 19:28:10, 1244 ნახვა
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სახელმწიფოსგან სასწავლო-საწვრთნელი გემი უსასყიდლოდ გადაეცა

პირველად 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეკონომიკის სამინისტროს  ,,ბათუმის სახელმწიფო საზღვაო  აკადემიას“   საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი ეყოლება.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით, აკადემიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტანკერი „კადეტი” უსასყიდლოდ  გადაეცა. გემის გადაცემის ცერემონიას დღეს ბათუმში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი,  მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მამუკა ახალაძე და  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო  აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე დაესწრნენ. 

აღნიშნული გემი სახელმწიფო საკუთრებაში ფინანსთა სამინისტროს სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის“ 2015 წლის 13 აგვისტოს #30545 ბრძანებით მიიქცა და მისი ღირებულება 1 772 000 ლარით განისაზღვრა.

ეკონომიკის სამინისტროს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ინფორმაციით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რადგან აკადემიას ამ დრომდე არ გააჩნდა საკუთარი სასწავლო-საწვრთნელი გემი. 2018 წლიდან საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ საზღვაო პრაქტიკა უშუალოდ აღნიშნულ გემზე გაიარონ. 

როგორც საზღვაო აკადემიაში აცხადებენ, „კადეტის” აკადემიისთვის საკუთრებაში გადაცემა სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის არის უმნიშვნელოვანესი. ამასთან აღნიშნულ გემზე გავლილი პრაქტიკა კურსდამთავრებულთა დასაქმებას ხელს შეუწყობს.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოთხოვნებით,  გემზე სამუშაოდ წასვლამდე ეკიპაჟის წევრებს  მოეთხოვებათ გემის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, შესაბამისად, სასწავლებელში არსებული ყველა საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს საზღვაო პრაქტიკას გემზე. მომავალში აკადემიას შესაძლებლობა ექნება სემესტრში 30-40 სტუდენტი უზრუნველყოს საზღვაო პრაქტიკით. დღემდე სტუდენტებს პრაქტიკის გავლა ფოთის ან ყულევის ნავსადგურებში უწევთ.

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics