08:51 - 20 Jul, 2018
2018-01-03 19:05:22, 1434 ნახვა
ირანის გუშაგთა საბჭო: ამბოხი დასრულდა და აჯანყება ჩახშობილია

ირანის გუშაგთა საბჭოს გენერალმა მეჯ გენ მოჰამედ ალი ჯაფარიმ, სახელმწიფოს მხარდამჭერ აქციაზე,  "ამბოხის" დამარცხების შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ირანის სახელმწიფო ტელევიზია იტყობინება, რომ ხელისუფლების მხარდამჭერ აქციებში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. 

„ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხეები ან უსაფრთხოების საფრთხეები არ იმუშავებს. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არეულობა დასრულდა და აჯანყება ჩახშობილია“, - აღნიშნა ჯაფარიმ. 

მომიტინგეები აშშ-ის, საუდის არაბეთისა და ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ირანის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს სამი ქვეყანა არის ირანში გამართული მრავალათასიანი ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორი.მათივე მტკიცებით, ეს ქვეყნები აქციების მონაწილეებს აფინანსებენ და იარაღსაც აწვდიან.

შეგახსენებთ, რომ ანტისამთავრობო აქციები ირანში 28 დეკემბერს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, შეტაკებების დროს დაიღუპა 22 ადამიანი. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics