08:36 - 20 Jul, 2018
2018-01-03 17:18:44, 971 ნახვა
ჯანდაცვის მინისტრი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გასაგებად საავადმყოფოში მივიდა

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი მოინახულა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ანდაცვის სამინისტროს პირველივე წუთიდან კონტროლზე ყავს აყვანილი ეს შემთხვევა.

სერგეენკოს ინფორმაციით, უწყება ყველა საჭირო ხარჯს აფინანსებს.

„ჩვენი, რა თქმა უნდა, სრული პატრონაჟი მიდის. ასეთ შემთხვევებში სამინსიტროს მოვალეობა არის, რომ ჩართული იყოს, რადგან პოტენციურად ასეთი სირთულის პაციენტის მართვა მოითხოვს სხვადასხვა უწყებას და ქვეყნებს შორის კოორდინაციას“, - განაცხადა მინისტრმა.

დავით სერგეენკოს თქმით, დღეს გამართულ კონსილიუმში მონაწილეობა მოწვეულმა ნეიროქირურგმა მიიღო.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics