08:50 - 20 Jul, 2018
2018-01-03 17:03:35, 1456 ნახვა
დუისში, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები მუშაობენ

სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ.

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ექსპერტები ასევე, შეისწავლიან თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახს. ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, პროკურატურის მხრიდან დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება დღევანდელი ექსპერტიზა მაჩალიკაშვილების ოჯახში.

„ბრალდების მხრიდან მოხდება ექსპერტიზის ჩატარება, უშუალოდ ადგილის დათვალიერება, რომელსაც დაესწრება ჩვენი ადვოკატი“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics