15:59 - 18 Jun, 2018
2018-01-03 16:07:49, 1492 ნახვა
ბაია პატარაია: შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროვების საქმე მოვუგეთ

უფლებადამცველი გენდერულ საკითხებში ბაია პატარაია აცხადებს, რომ თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროვების საკითხზე საქმე მოუგო. 

ამის შესახებ უფლებადამცველი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. 

"სექსუალური შევიწროების საქმე მოვუგეთ შალვა რამიშვილს!!!
თათია სამხარაძე გილოცავ. მარი კურტანიძე ყოჩაღ შენ და "საფარი"-ს", - წერს ბაია პატარაია.

შეგახსენებთ, თათია სამხარაძე ტელეკომპანია "იმედში", გადაცემა "შალვა რამიშვილის შოუში" მუშაობდა. მოგვიანებით, სამხარაძემ რამიშვილს სექსუალურ შევიწროვებაში დასდო ბრალი და მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. თავად რამიშვილი სამხარაძის ბრალდებებს უარყოფდა. 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდება
საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა
„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პრემიერის კანდიდატურაზე იმსჯელებენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics