20:51 - 18 Jan, 2019
2018-01-03 16:02:30, 3852 ნახვა
კეტი, რომელსაც 15 000 სვაროვსკის ოქროს კრისტალი ამშვენებს აუქციონზე გაიყიდება

კეტს "Air Jordan 1", რომელსაც 15 000 სვაროვსკის ოქროს კრისტალი ამშვენებს აუქციონზე გაიყიდება, - ამის შესახებ Footwear News-ი იუწყება.

სკულპტორმა და დიზაინერმა, დენიელ ჯეიკობმა, რომელიც ცნობილია იმით, რომ ჩვეულებრივი საგნების "გარეგნობას" არაჩვეულებრივი მეთოდებით ცვლის , "ნაიკის" კეტი "Air Jordan 1 Pinnacle" 15 000 სვაროვსკის ოქროს კრისტალით მორთო.

"ჩემი შემოქმედების უმეტესობა-ქანდაკებებია, და როცა მე "ნაიკის" კეტის სკულპტურა შევქმენი, ზოგიერთმა შეცდომით იფიქრა, რომ მათი მოხმარება შეიძლება",- ამბობს დიზაინერი. "აღნიშნული ფეხსაცმლის შეძენის მსურველი ბევრია, და მე გადავწყვიტე, რომ ასეთი ფეხსაცმლის სერიას შევქმნი", - დასძინა მან. 

ჯეიკობის თქმით, ერთი წყვილი კეტის კრისტალებით მორთვისთვის 3 კვირა დრო არის საჭირო. ფეხსაცმლის შეძენა ყველას არ შეეძლება, რადგანაც ეს ლიმიტირებული კოლექციაა. როცა ხაზი მზად იქნება, ის კომპანიის "ინსტაგრამზე" დაიდება. ფასები 6 500 $-დან დაიწყება.



სოციალური ქსელები
კომენტარები



კახა კალაძე, ხაბეიშვილს მთაწმინდიდან, ხოლო სააკაშვილს ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ სთავაზობს
ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics