22:10 - 22 Jul, 2018
2018-01-03 15:48:16, 1265 ნახვა
„Wizz Air საშინელებებს აკეთებს, ასეთი განუკითხაობა არ მინახავს არსად“ - საქართველოს 9 მოქალაქე 20 საათზე მეტია ლარნაკას აეროპორტში იმყოფება

კომპანია Wizz Air-ის მგზავრები უკვე 20 საათზე მეტია ლარნაკას აეროპორტში იმყოფებიან. 

საქართველოს 9 მოქალაქემ, ღამე აეროპორტში გაათენა. მგზავრები ამბობენ, რომ მათ რეგისტრაცია უკვე გავლილი ჰქონდათ, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო ისინი ბორტზე არ აუშვეს, თვითმფრინავი კი, მათ გარეშე აფრინდა. მოქალაქეები კოპანია Wizz Air-ს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ.

"ვიზეარი აკეთებს საშინელებას! ჩემი ცოლი და მეგობრები, ჯამში 9 ადამიანი, ჩარჩენილია კვიპროსში. მიზეზი: ორი საათით ადრე გაიარეს რეგისტრაცია, გაუფუჭდა აეროპორტს პასპორტის წამკითხველი აპარატი, წაიყვანეს, წამოიყვანეს, დააკარგვინეს დრო და თან ამშვიდებდნენ, რომ დაგელოდებიანო. საბოლოოდ, თვითმფრინავი არ იყო აფრენილი და არ აუშვეს, დაგაგვიანდაო!!! თან ორი ავიდა, აუშვეს, უკან მოდიოდნენ დანარჩენები და არ დაელოდნენ. მათი მიზეზით დაგვიანებული და რეალურად დროზე უფრო ადრე მისული ხალხი. წინა გზაზე კიდევ 8 საათი ალოდინეს. ახლა ფეხებზე გვკიდიაო, ახალი ფრენა იყიდეთო, საელჩოც არ მუშაობს. ასეთი განუკითხაობა არ მინახავს არსად, არასდროს! ხვალ თქვენ ამოგარტყამენ წიხლს, ამიტომ არ უნდა შერჩეთ და სახე უნდა ავახიოთ ყველამ ერთად!!. 4 დღეშია შემდეგი ფრენა, ხალხს სამსახურშიც აქვთ პრობლემები, არც დასარჩენი დანაზოგი, სულ გაგიჟდა ეს მართლა საშინელი კომპანია!!! რა სამარცხვინოა, იურისტები კი ამზადებენ სარჩელს ახლა, მაგრამ მანამდე რა უნდა ქნან! არც გაგზავნილი თანხა არ დაჯდება მინიმუმ დილამდე და ქუჩაში ან აეროპორტში უნდა გაათენონ?!!! თან ორსულადაა ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ცუდად გახდა აეროპორტში და ვიზეარმა ძაღლადაც არ ჩააგდო! :(((( უყვიროდნენ ყველას და პოლიცია გამოიძახეს, აქეთ აბრალებენ ახლა. გთხოვთ, გთხოვთ დაგვეხმარეთ ვინმე!!!", - ">წერს ერთ-ერთი მგზავრის ახლობელი, გურამ შეროზია Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 

ამასთან, მგზავრებს პრეტენზია აქვთ აეროპორტის პერსონალთან დაკავშირებითაც. ისინი ამბობენ, რომ პერსონალი ესაუბრებოდა აგრესიულად და მათ პოლიციაც კი გამოიძახეს.

ცნობისთვის, კომპანია Wizz Air აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებიით განცხადებას ავრცელებს. როგორც Wizz Air-ის განცხადებაშია ნათქვამი, მგზავრებმა რეისზე თავად დააგვიანეს, რის გამოც თვითმფრინავი მათ გარეშე გამოფრინდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ თბილისის რეისი შაბათს არის დანიშნული, რა დროსაც საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრება მოხდება. ასევე კომპანიაში განმარტავენ, რომ მგზავრებს გადაჯავშნის საფასაურის გადახდა მოუწევთ. 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics