22:03 - 21 Jun, 2018
2018-01-03 14:24:02, 1020 ნახვა
მოგერინი ირანის მოვლენებზე: მშვიდობიანი დემონსტრაცია ფუნდამენტური უფლებებია, რომელთა დაცვა ყველა ქვეყანას მოეთხოვება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი ირანში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც მოგერინიმ აღნიშნა, ორგანიზაცია მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.  

„ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირისთვის ირანთან ურთიერთობებში ყოველთვის ძირითადი საკითხი იყო. მშვიდობიანი დემონსტრაცია და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა დაცვა მოეთხოვება ყველა ქვეყანას და ირანი გამონაკლისი არა არის. ჩვენ მოვლენებს ყურადღებით დავაკვირდებით”, - განაცხადა მოგერინიმ. 

შეგახსენებთ, რომ ანტისამთავრობო აქციები ირანში 28 დეკემბერს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, შეტაკებების დროს დაიღუპა 22 ადამიანი. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



თბილისში ქუჩის მხატვრობაზე ჯარიმები შესაძლოა გაორმაგდეს
ქუჩის მუსიკოსებისთვის სანქციები არ დაწესდება
დღეს სელფის საერთაშორისო დღეა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics