22:14 - 22 Jul, 2018
2018-01-03 09:54:03, 984 ნახვა
კიევსა და თბილისში დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გაიმართება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესში კიევში დღეს გაიმართება.

პროცესი 22 დეკემბერს დაიწყო, თუმცა იმის გამო გადაიდო, რომ მოსამართლეებს საქმის მასალები არ მიუღიათ.

კიევის პარალელურად ყოფილი პრეზიდენტის საქმეს საქართველოში თბილისის საქალაქო სასამართლოშიც განიხილავენ.

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის სოფო გოგლიჩიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელმაც პროცესის გადადება უკვე მესამედ მოითხოვა.

ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალების გაცნობას ვერ ასწრებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისსა და უკრაინის სასამართლოებში სააკაშვილის საქმის განხილვის დღის დამთხვევა შემთხვევითობა არ არის.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა სააკაშვილს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალს არა სახლიდან არამედ ექსპერტიზის ბიუროდან დაკრძალავენ
„ევროპული საქართველოდ“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა
აჭარის მთავრობა დამტკიცებულია

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics