08:59 - 20 Jul, 2018
2018-01-02 23:16:59, 354 ნახვა
პატარაძემ აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა 2017 წელს გაწეული საქმიანობისათვის.

ზურაბ პატარაძის თქმით, რთული და გამოწვევებით სავსე წელი ჰქონდა რეგიონს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წლის განმავლობაში იმუშავა ეფექტიანად სხვადასხვა მიმართულებით. ჯამში, ასობით შემთხვევაზე მოახდინა ოპერატიული და პროფესიონალური რეაგირება, რისთვისაც ისინი განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.

როგორც აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა აქტიურ რეჟიმში დაიწყეს თეორიული და პრაქტიკული სწავლებების ჩატარება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმისათვის, რომ საგანგებო სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი იყოს მზად იმოქმედოს მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ოპერატიულად საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.

ზურაბ პატარაძემ მეხანძრე-მაშველებს ახალ 2018 წელს მშვიდობა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

(NS)







სოციალური ქსელები
კომენტარები



გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა
ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს საქართვველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს
15 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლების უკანონო რეალიზაცია გამოვლინდა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics